fbpx
კრიმინალი

შემზარავი შემთხვევა საბერძნეთში: პოლიციელმა შვილები სკოლაში მიიყვანა, სახლში დაბრუნებულმა ყოფილი მეუღლე მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, შემზარავი შემთხვევა კალამარიაში მოხდა. 42 წლის პოლიციელმა საკუთარი ყოფილი მეუღლე მოკლა, ხოლო შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმის მასალების მიხედვით, ქალი და მამაკაცი ბოლო წელი დაშორებულები იყვნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ოფიცერი დილით ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა, რათა ბავშვები სკოლაში წაეყვანა, როდესაც ისინი დატოვა, უკან დაბრუნდა და 38 წლის ქალს იარაღიდან ესროლა, შემდეგ, როცა სავარაუდოდ, საკუთარი დანაშაული გააცნობიერა, თავი მოიკლა.

პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს, რომლებმაც სროლის ხმა გაიგეს და დაუყოვნებლივ ითხოვეს დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ვერცერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბავშვებმა ამ დრომდე არ იციან, რომ მშობლები ცოცხლები აღარ არიან და მათთან სკოლაში ფსიქოლოგი იმუშავებს, რათა ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სწორად მიაწოდონ.

არსებული ცნობებით, ქალს არასოდეს უჩივლია პოლიციაში ქმრის მხრიდან ძალადობის შემთხვევის გამო, ერთი შეხედვით, ისინი ცივილიზებულად დაშორდნენ და მათ შორის სერიოზული დაპირისპირებები არ არსებობდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ