fbpx
კრიმინალი

პოლიციის გაძლიერებული კონტროლი ათენის ცენტრში – ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში პოლიციამ 9 პირი დააკავა, თუმცა, ოფიცრების მიერ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ოპერაცია ათობით ადამიანის ასაყვანად.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიციის სამიზნეა დაახლოებით 88 პირი, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაშია გარეული. 9 დაკავებულიდან 3-ს ადგილზე აღმოუჩინეს ჰეროინი.

ოპერაცია განხორციელდა პედიონ არეოს, ეკონომიკური უნივერსიტეტის, ვარვაკიოს ბაზარსა და იურიდიულ სკოლასთან, ასევე ქუჩებზე ევრიპიდუ, იასონოს, ხალკოკონდილი.

ხელისუფლების გეგმაა ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებული სქემების გაშიფვრა და თითოეული პირის დაკავება, რომელთა ვინაობაც ამ დროისთვის მათთვის ცნობილია.

პოლიცია გაძლიერებულად მუშაობს ათენის ცენტრალურ უბნებში.

onalem

ტესტ