fbpx
კრიმინალი

ათენი: საბერძნეთის პოლიციამ პატისიონზე 42 წლის ემიგრანტი დააკავა – ის განსაკუთრებული სისასტიკით არის ცნობილი

საბერძნეთის პოლიცია 42 წლის ემიგრანტი მამაკაცის ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც ათენში, კერძოდ, აგიოს პანტელეიმონას, პატისიონის, ირაკლიოს ტერიტორიებზე ბერძენი მოხუცების სასტიკად ცემა და გაძარცვა ედება ბრალად.

ის არის რუმინეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული მუსტაფა კორნელი.

დაკავებული 2019 წლის ივნისიდან იძებნებოდა, გამოირჩევა მოხუცების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით. ის ეკლესიიდან ან ქუჩებში გამართული ბაზრებიდან აედევნებოდა ხოლმე მოხუც ქალბატონებს და სახლში მისვლის შემდეგ ძარცვავდა და სცემდა.

პოლიციამ კორნელი 2020 წლის 19 თებერვალს დააკავა.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ