fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: ქმრის მკვლელობაში მონაწილე ქალი ციხიდან გაათავისუფლეს

2017 წლის ოქტომბერში კრეტაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალი თავისუფალია. მისი მეუღლე, 62 წლის კადიოლოგი, 7 ოქტომბერს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც ცნობილია, მკვლელი ბულგარელი მამაკაცია, რომელთანაც ქალს წარსულში ჰქონდა ურთერთობა და გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვი, რომელიც კარდიოლოგსა და მის ცოლს ჰყავდათ, რეალურად ბულგარელი მამაკაცის შვილი იყო.

არსებობდა aseve ვერსია, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი და ქალს ქმრის ქონების მიღება სურდა, ხოლო შემდეგ ბულგარელ მამაკაცთან დაბრუნება. ამიტომ ცხადი იყო, რომ ქალი მკვლელობაში მონაწილეობდა, თუმცა, სასამართლომ ის არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ციხიდან გაათავისუფლა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხუთი თვის შემდეგ ჩემს შვილთან ახლოს ვარ. ჩემი შვილიც ძალიან ბედნიერია, რომ მხედავს. როგორც კი ჩავეხუტე, ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მომენატრა. ეშინია, რომ ისევ მარტო დავტოვებ. მაგრამ ვუთხარი, რომ დედა სულ მასთან იქნება,” აცხადებს ახლახანს გათავისუფლებული ქალი.

onalem

ტესტ