fbpx
საბერძნეთი

მწვანედ შეღებილი 50 და 20 ევროიანები – მძარცველებს ბანკომატმა “აჯობა”

მენიდში “პირეოსის” ბანკომატის გაძარცვა სცადეს, თუმცა, როგორც ჩანს, ბანკმა ახალი ხერხი შეიმუშავა, რათა ქურდები ასეთ შემთხვევებში ხელმოცარულები დარჩნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემუშავებული სისტემის მიხედვით, ბანკომატების გატეხვის შემთხვევაში ავტომატურად იღებება ყველა ის ბანკნოტი, რომელიც შიგ არის მოთავსებული. ეს შეიძლება იყოს მწვანე, ლურჯი, წითელი ან შავი საღებავი. სწორედ ასე მოხდა მენიდშიც, სადაც მძარცველებს 50 და 20 ევროიანები მწვანედ შეღებილები დახვდათ მას შემდეგ, რაც აპარატი გატეხეს.

საბოლოოდ მათი მცდელობა კრახით დასრულდა, რადგან თანხა შეღებვის შემდეგ სრულიად გამოუსადეგარი ხდება.

onalem

ტესტ