fbpx
საბერძნეთი

ხვალ საბერძნეთში ამინდი უარესდება – წვიმა, ძლიერი ქარი და თოვლიც კი, ზოგიერთ რეგიონში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალ საბერძნეთში ამინდი უარესდება, მოსალოდენლია წვიმა, ქარი და თოვაც კი, ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში. დილის საათებში ღრუბლიანობა მოიმატებს და პერიოდული წვიმები მოსალოდნელია ძირითადად ზღვის ტერიტორიაზე. ყველაზე ინტენსიური ფენომენი, სავარაუდოდ, ეგეოსის ზღვაში იქნება.

ცენტრალურ და ჩრდილოთ საბერძნეთში მაღალმთიან რეგიონებში, ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე და მაღლა, მოსალოდნელია თოვლი. ატმოსფეროში ასევე მოიმატებს მტვრის კონცენტრაცია.

ატიკის რეგიონში ნავარაუდევია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა შუადღემდე. ათენის ცენტრში ტემპერატურა იმერყევებს 12-დან 16 გრადუსამდე.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმა საღამოს საათებამდე, ხოლო ჰაერი 8-დან 14 გრადუსამდე გათბება.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია კუნძულ კრეტაზე, სადაც 20 გრადუსამდე დაფიქსირდება.

onalem

ტესტ