fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 5 მარტს, 24 საათიანი გაფიცვა ათენის მეტროს სამივე ხაზზე – შესრულდება მხოლოდ რამდენიმე რეისი დემონსტრანტებისთვის

ოფიციალური ინფორმაციით, ხვალ, 5 მარტს, მეტროს სამივე ხაზის თანამშრომლები 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ. ეს ნიშნავს, რომ არ იმოძრავებენ არც მე-2 და მე-3 ხაზები და არც ΗΣΑΠ (იგივე ტრენო/ილეკტრიკო).

ამასთანავე, ΣΤΑΣΥ დასძენს, რომ შესრულდება მხოლოდ რამდენიმე რეისი 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, რათა 11:00 საათისთვის სინდაღმაზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მსურველებს გადაადგილებაში ხელი შეეწყოთ.

მეტროს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ტემპიში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და სწორედ აღნიშნულის გამო აქციას დაესწრებიან.

ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ არსებობს პერსონალის სერიოზული დეფიციტი და არც მათი და არც მგზავრების უსაფრთხოება არ არის დაცული. შესაბამისად, ითხოვენ, რომ ეს ყველაფერი დროულად მოგვარდეს და არა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ათობით ადამიანი იხოცება.

ავტობუსები და ტროლეიბუსები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

onalem

ტესტ