fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის 6 კუნძული, რომელიც 2023 წლის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს წარმოადგენს

Euronews ავრცელებს საბერნეთის 6 კუნძულის სიას, რომელიც 2023 წლისთვის ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილებად სახელდება. ამ სიაშია: ტილოსი, ანდროსი, ჰიდრა, ასტიპალეა, პარო, ლიფსი.

საერთაშორისო საინფორმაციო წყაროს მიხედვით, ასტიპალეა გამოირჩევა თავისი რევოლუციური პროექტით, რომელიც მას ხმელთაშუა ზღვის პირველ “ჭკვიან” და მდგრად კუნძულად აქცევს.

ლიფსი ეკოლოგიურ სამოთხედ სახელდება, ორგანიზებული პლაჟებისა და შეზლონგების გარეშე, კუნძული, რომელიც ქარისა და მზის ენერგიას იყენებს, შესაბამისად, გამოირჩევა ენერგეტიკული ავტონომიით.

ჰიდრა ყველასთვის ცნობილია, როგორც კუნძული, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება არ არის დაშვებული, ხოლო კუნძულ პაროს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებას მაქსიმალურად ცდილობენ.

სიის ბოლოს განხილულია კუნძული ანდროსი, რომელიც გამოირჩევა წყალქვეშა ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ინიციატივებით.

ასტიპალეა

ტილოს

ჰიდრა

პაროს

ლიფსი

onalem

ტესტ