fbpx
საბერძნეთი

5 და 6 მარტს საბერძნეთის არქეოლოგიურ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შესვლა უფასოა!

დღეს, 5 მარტს, ასევე, ხვალ, 6 მარტს, საბერძნეთის არქეოლოგიურ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შესვლა უფასოა.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს თვის პირველი კვირაა, მსურველებს შეუძლიათ, რომ ღირშესანიშნაობები უფასოდ მოინახულონ, რადგან მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი არ არის, ანუ ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, ყოველი თვის პირველ კვირას მუზეუმებსა და აკროპოლზე შესლა უფასოა.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 6 მარტს, მელინა მერკურის ხსოვნის დღეა, შესაბამისად, აღნიშნული ადგილების მონახულება ხვალაც უფასო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე თავად იუნესკოს მიერ არის გამოცხადებული, როგორც მსოფლიო კულტურის დღე.

onalem

ტესტ