fbpx
საბერძნეთი

მხილება არგოლიდას მიტროპოლიტისგან: “ლიკავიტოზე მრევლს სასწაულების შესახებ ატყუებენ”

არგოლიდას მიტროპოლიტის, ნექტარიოს მიერ გაკეთებული განცხადებები ბომბივით გასკდა. მან ΣΚΑΪ-სთან ისაუბრა და გაამჟღავნა, რომ ლიკავიტოს მთაზე, აგიი ისიდორის ეკლესიაში ხალხს სასწაულების შესახებ ატყუებენ.

“ძალიან დიდი ჭრილობაა აგიი ისიდორის საკითხი, ეს არის ადგილი, სადაც უამრავი ხალხი იკრიბება, თითქოს იქ სასწაულები ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სამჯერ მოხდა დაკითხვა, მაგრამ არ გახმაურებულა, რადგან ჩარეულები არიან პოლიტიკოსებიც, სიმართლეს ვერ დავმალავ, ამ ყველაფერს კრიმინალური მასშტაბები აქვს მიღებული, რატომ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საეკლესიო საკითხებში?! ეს დიდი თაღლითობაა. იმ მომენტიდან, როცა არსებობს რეკლამები, ჭორები, სიწმინდე იკარგება. 

მრევლის მოტყუების ფენომენი კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გაჩნდა. გამოდიან მღვდლები და წინასწარმეტყეველებენ სხვადასხვა რამეებს, რის შედეგადაც ხალხი იძაბება და გაცილებით მეტს ნერვიულობს.

მორწმუნეებმა უნდა წაიკითხონ ღვთის სიტყვა და შეისმინონ ეკლესიის სწავლება, მაგრამ უნდა ჰქონდეთ მოვლენების სწორად განსჯის უნარი,” აცხადებს მიტროპოლიტი.

onalem

ტესტ