fbpx
პოლიტიკა

“მუდმივად მხარს დავუჭერ უკრაინის მომავალს ევროკავშირში” – მიცოტაკი ზელენსკის ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ, დღეს, 22 ივნისს დაუკავშირდა და გაესაუბრა.

როგორც ირკვევა, მიცოტაკიმ ღრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ დადებითი რეკომენდაცია მიიღო და განუცხადა, რომ მომავალში აუცილებლად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

მიცოტაკი და მისი მთავრობა ომის დაწყების პირველივე დღიდან სოლიდარობას უცხადებდა უკრაინას, უკრაინელებს, უკრაინაში მცხოვრებ ბერძნებს და ხშირ კომუნიკაციაზე იმყოფებოდა ზელენსკისთან. მან პრეზიდენტი საბერძნეთის პარლამენტშიც კი მიიწვია, სიტყვით გამოსვლისთვის, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში, მაგრამ მიცოტაკის გუნდს პოზიციები არ შეუცვლია.

ამას გარდა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია, იყო პირველი უმაღლესი მაღალჩინოსანი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით საომარი მდგომარეობის ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა და სურვილი გამოთქვა, ყველაზე კრიტიკულ ზონებშიც შესულიყო, თუმცა, რუსეთმა უარი განაცხადა, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე, რაზეც დენდიამ განმარტება გააკეთა: “რუსებს არ სურთ, ვნახოთ ის, რაც მათ მარიუპოლში გააკეთეს!”

onalem

ტესტ