fbpx
პოლიტიკა

“ახალი ეპოქა საბერძნეთში უკეთესი ხელფასებით, მიზანია, რომ საშუალო ხელფასი 1,500 ევრომდე გავზარდოთ” – კირიაკოს მიცოტაკი მიმართვაში ხელფასების გაზრდაზე საუბრობს

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მოსახლეობის მისამართით გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ 2024 წელი საბერძნეთში სულ სხვა ეპოქას შექმნის, რომელშიც მოსახლეობას უკეთესი ხელფასები და პენსიები ექნება.

“ახალი წელი არის იმ მომენტებით სავსე, რომლებიც ერთ დროს გვტკიოდა, მაგრამ ასევე ახალი ეპოქის მომტანი, რომელშიც იქნება უკეთესი ხელფასი, უფრო მაღალი პენსიები და ეს ყველაფერი ახალი წლის პირველი კვირებიდანვე. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის საზღვრებიც დაცულია და აღჭურვილია თავდაცვის ძალებით. 

ჩვენი მიზანი არის სტრატეგიული მოდერნიზაცია, ვიცი, რომ უნდა გავუმკლავდეთ და დავუპირისპირდეთ ფესვგადგმულ პათოლოგიებსა და ბიუროკრატიას, გვაქვს პრობლემები გარემოს დაცვასა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ საჭიროა ცვლილებების სწრაფი ტალღები, რაც რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილს გააღიზიანებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ჩვენს განვითარებას.

როგორც ადრეც აღვნიშნეთ, მიზანია, რომ 2027 წლამდე საშუალო ხელფასი საბერძნეთში 1,500 ევრო გახდეს, ხოლო მინიმალური ხელფასი 950 ევრო, პარალელურად კი, ვმუშაობთ ფასების შემცირებაზე, ვახორციელებთ კონტროლს და ვაკისრებთ ჯარიმებს მათ, ვინც სპეკულაციებით არის დაკავებული,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ