fbpx
საზოგადოება

“ზღვას კარგად იცნობდა და მისი ბედისწერაც ალბათ ეს იყო” – სტელიოს როკოს ოჯახი ღრმა მწუხარებაშია

სტელიოს როკოს ოჯახი, ნაცვლად იმისა, რომ შობა-ახალი წელი ეზეიმათ, ღრმა მწუხარებაშია. როგორც უკვე ცნობილია, როკომ 30 დეკემბერს, ახალი წლით დადგომამდე 1 დღით ადრე, 50 წლის ძმა დაკარგა – ნიკოს როკოსი წყალქვეშა თევზაობის დროს დაიხრჩო.

როკო და მისი მთელი ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, როგორც გარდაცვლილის დეიდა ამბობს, მამაკაცს ძალიან უყვარდა თევზაობა, ამ საქმით პროფესიონალურად იყო დაკავებული, კარგად იცნობდა ზღვას და ალბათ, სწორედ ეს იყო მისი ბედისწერაც.

ნიკოს როკოსი სოფელ კალიოპის ადგილობრივ ხელმძღვანელად იყო არჩეული და ყველას განსაკუთრებულად უყვარდა, მისი პიროვნული თვისებების გამო. ცნობილი მომღერის ძმას ორი შვილი დარჩა.

ოჯახისთვის ეს მორიგი დარტყმაა, რადგან 2021 წელს სტელიოს როკოს მეორე ძმაც გარდაეცვალა, ასევე 50 წლის ასაკში, მან ფაქტოობრივად, ორ  წელიწადში ორი ძმა დაკარგა და ემოციური თვალსაზრისით ამ ყველაფერთან გამკლავება ურთულესია.

onalem

ტესტ