fbpx
საბერძნეთი

ტურისტულ ავტობუსს, რომელშიც 50-მდე ბერძენი იჯდა, თურქული სატვირთო დაეჯახა – დაშავებულია 10 ადამიანი

სერიოზული ავარია ბულგარეთ-რუმინეთის საზღვარზე მოხდა, სადაც ტურისტულ ავტობუსს თურქული სატვირთო მანქანა დაეჯახა და რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია.

როგორც ირკვევა, ავტობუსში 50-მდე ბერძენი იჯდა, ისინი საახალწლო მოგზაურობაში იმყოფებოდნენ რუმინეთისა და ბულგარეთის მიმართულებით. ჩანს, რომ მოგზაურობა არც თუ ისე კარგად მიდიოდა თავიდანვე, რადგან აღნიშნული ავტობუსი წინა დღესაც რუმინეთში მანქანას დაეჯახა, ხოლო მეორე დღეს ანუ გუშინ ღამით უკვე ბულგარეთში, სატვირთოს. პირველ შემთხვევაში არავინ დაშავებულა და შეჯახება საკმაოდ მსუბუქი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში, კადრებიდანაც ჩანს, რომ ხალხი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

ბულგარული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ბერძენი და ორი რუმინელი, საავადმყოფოში გადაიყვანეს ყველა მათგანი, მაგრამ 7 ბერძენის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა და უკვე გაწერეს, საავადმყოფოში მხოლოდ 1 ბერძენი ქალბატონი რჩება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ხალხი ფანჯრებიდან ძვრებოდა და პანიკაში იყო, ხოლო დაშავებულებს პირველადი დახმარება გაუწია ექიმმა, რომელიც ბერძნების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

onalem

ტესტ