fbpx
საბერძნეთისპორტი

15 წლის ბერძენი კარატისტი გოგონა, რომელიც ადევნებულ მამაკაცს ერთი ილეთით გაუსწორდა

კუნძულ სამოსზე მცხოვრებმა 15 წლის ბერძენმა გოგონამ დაამტკიცა, რომ საკუთარი თავის დაცვა ნამდვილად შეუძლია. ის საბრძოლო ხელოვნებას ფლობს და სამწუხაროდ, მისი გამოყენება ცხოვრებაშიც მოუწია.

კერძოდ, გიმნაზიის 15 წლის მოსწავლე პარასკევს შუადღეს სკოლიდან ბრუნდებოდა, როცა იგრძნო, რომ უკან მამაკაცი მიჰყვებოდა. გოგონა იმ ადგილას მიდიოდა, სადაც მისი დედა მუშაობდა. მან ნაბიჯს აუჩქარა, თუმცა, როგორც კი მიხვდა, რომ მამაკაცი მისთვის ჩანთის წართმევას ცდილობდა, მოტრიალდა და თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით, მამაკაცი მიწაზე ერთი ილეთით დააგდო.

მან ჩანთა აიღო და დედასთან გაიქცა. მამაკაცს დარტყმა ყბის არეში მიაყენა და ის ტკივილისგან რამდენიმე წუთი ვერ დგებოდა.

დედამ შვილი პოლიციაში წაიყვანა, სადაც გოგონამ თავდამსხმელის სრულად აღწერა შეძლო.

გოგონას მამამ Alpha TV-სთან საუბარში განაცხადა, რომ ის კარატეს ილეთებს ორი წლის მანძილზე ეუფლებოდა.

ზოგიერთი მედია საშუალება იუწყება, რომ მამაკაცმა მისი სექსუალური შევიწროვებაც სცადა.

onalem

ტესტ