fbpx
საბერძნეთი

კიფსელზე 7 წლის ანდრეას მკვლელობაში ბრალდებულმა პოლონელმა საკანში თავი ჩამოიხრჩო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კიფსელზე 7 წლის ბიჭის, ანდრეას მკვლელობაში ბრალდებულმა პოლონელმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ირკვევა, ის კერკირას ციხეში დაახლოებით 1 თვის წინ მოათავსეს. 33 წლის პოლონელმა საკანში საწოლის ზეწრით ჩამოიხრჩო თავი.

შეგახსენებთ, რომ 7 წლის ბიჭი კიფსელზე მან (დედის თანამონაწილეობით) 2017 წელს მოკლა და მთელი ამ ხნის მანძილზე ბავშვის დედა აცხადებდა, რომ პოლონეთში მის ბიოლოგიურ მამასთან იყო და ამით ხსნიდა მის გაუჩინარებას. რეალურად კი, მისი ცხედარი ხელსაწყოების ყუთში ჰქონდათ ჩადებული და სახლის აივანზე დაცემენტებული.

33 წლის პოლონელმა თვითმკვლელობამდე არანაირი წერილი არ დატოვა.

საკუთარი შვილის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებულია 29 წლის ბერძენი ქალიც, რომელიც უყურებდა, როგორ ძალადობდა პოლონელ მამაკაცი ანდრეაზე და არაფერი მოიმოქმედა, შემდეგ კი, ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ცხედარი დაემალათ.

onalem

ტესტ