fbpx
საბერძნეთი

“თეატრი, სადაც ხალხს თავი ჰქონდა შეფარებული, უკრაინელებმა დაბომბეს” – რუსეთის საელჩოს მორიგი პროვოკაცია

ათენში რუსეთის საელჩო პროვოკაციებს არ წყვეტს. ისინი მოუწოდებენ ბერძნულ მოსახლეობას უყურონ კომპეტენტურ მედიას, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ უკრაინაში არსებული ომის შესახებ და არ აყვნენ იმ პროპაგანდას, რომლის მიხედვითაც აგრესორი რუსეთია.

ამჯერად საელჩო ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც თვითმხილველი ქალბატონი ამბობს, რომ თეატრი, რომელსაც ხალხი თავშესაფრად იყენებდა, უკრაინელებმა დაბომბეს და არა რუსებმა, ასევე, ამავე წყაროს მიხედვით, “აზოვი” ხალხს საკუთარ ფარად იყენებს და სწორედ ისინი არიან აგრესორები და არა რუსი ჯარიკაცები.

ტვიტერის საშუალებით ისინი მოუწოდებენ ხალხს, რომ იკითხონ სიახლეები გვერდზე, “The Press Project”, და აქვეყნებს სტატიას, სახელად, “ძიებაში, თუ რა ხდება რეალურად მარიუპოლის თეატრში?”

onalem

ტესტ