fbpx
საბერძნეთი

ვინ უნდა გაიკეთოს საბერძნეთში ვაქცინის მე-3 დოზა? ოფიციალური განცხადებები

პროფესორმა, მარია თეოდორიდუმ დღევანდელი გამოსვლისას, რომელიც დაკავშირებული იყო ვაქცინის მე-3- დოზის მიღების თემასთან, განმარტა, რომ ეს საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ქვეყანაში მუტაციებმა დაიწყეს გავრცელება.

თეოდორიდუს თქმით, ვაქცინის მე-3 დოზა, უნდა გაიკეთოს საზოგადოების შემდეგმა ნაწილმა:

  1. მოხუცები, რომლებიც ცხოვრობენ მოსავლელ ცენტრებში.
  2. მოსახლეობის ნაწილი, ზოგადად, 60 წელს ზემოთ.
  3. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთება არ არის სავალდებულო, ეს არის მხოლოდ არჩევითი. როგორც ირკვევა, ვიზიტების დანიშვნა მათთვის, ვინც 60 წელს ზემოთ არის და ასევე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის, დაიწყება 30 სექტემბრიდან.

ცხადია, მე-3 დოზის რეკომენდაცია აქვთ მათაც, ვისაც სერიოზული დაავადებები აწუხებთ და იმუნიტეტი განსაკუთრებით აქვთ დაქვეითებული.

მე-3 აცრის გაკეთება დასაშვებია მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვის შემდეგ, როდესაც ანტისხეულების რაოდენობა იკლებს.

მსურველები აიცრებიან Moderna-ს ან Pfizer-ის ვაქცინებით და დასაშვებია მათი მიღება იმ შემთხვევაშიც, თუ წინა ჯერზე აიცრნენ AstraZeneca-თი ან Johnson&Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინით.

 

onalem

ტესტ