fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: დედას ემიგრანტ შვილს გარდაცვლილს ჩაუსვენებენ, რომ მამის გვერდით დაკრძალონ

გავრცელებული ინფორმაციით, უმძიმესი ტრაგედია კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა, რომელიც მოტოციკლით შუქნიშანს შეასკდა. 21 წლის ერდი, ალბანეთიდან, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17 წლის მატთეო საავადმყოფოში გადაყვანისას.

ირკვევა, რომ 21 წლის ერდიმ საჭეზე კონტროლი დაკარგა და შეჯახება ამ მიზეზით მოხდა. მოტოციკლი დაახლოებით 100 მეტრში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მეორე მოზარდის ორგანიზმმა კიდევ რამდენიმე წუთი გაძლო, თუმცა, საავადმყოფომდე ვერ მიაღწია.

არსებული ცნობებით, ერდის მოტოციკლის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, მხოლოდ მანქანის ჰქონდა, თუმცა, მისი და საწინააღმდეგოს ამბობს. 21 წლის ბიჭი მოტოციკლზე შეყვარებული იყო და მისი დის თქმით, მუდმივად ეუბნებოდნენ ფრთხილად ყოფილიყო.

ამბის კიდევ ერთი ტრაგიკული ფიგურაა ერდის დედა, რომელიც ალბანეთში ცხოვრობს და იმ წუთიდან, როდესაც მომხდარის შესახებ გაიგო, წამლების საშუალებით ცდილობს, რომ გონზე იყოს. ერდის ალბანეთში, მამის გვერდით დაკრძალავენ, რომელიც ასევე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.

ერდი საბერძნეთში ორ დასთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობდა და პატარა ასაკის მიუხედავად, მუხლჩაუხრელად შრომობდა.

onalem

ტესტ