fbpx
საზოგადოება

იოანა პალიოსპირუ კატერინა კენურიუსთან: მჟავით თავდასხმის მსხვერპლის პირველი საჯარო ინტერვიუ

იოანა პალიოსპირუს ძალა და მხნეობა ნებისმიერ ადამიანს გააოგნებს. ქალი, რომელსაც სახის 93% დამწვარი აქვს და დაზიანებები აქვს მიყენებული სხეულის სხვა ნაწილებშიც, პოულობს ძალას, რომ საჯაროდ ისაუბროს საკუთარ მდგომარეობაზე.

ყველაზე მეტად ამაღელვებელია მომენტი, როდესაც იოანა ამბობს, რომ ძალიან იღბლიანია, რომ გადარჩა, რადგან როდესაც საკუთარი ფოტოები ნახა, მიხვდა, თუ რა ახლოს იყო სიკვდილთან.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მისმა დედამ მასზე გაცილებით ადრე იცოდა, თუ როგორ გამოიყურებოდა, თუმცა, არ იმჩნევდა საკუთარ ტკივილსა და მწუხარებას და ისე იქცეოდა იოანას წინაშე, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად ეგრძნო.

რაც შეეხება ბრალდებულს, პალიოსპირუ ამბობს, რომ მისი სასამართლოზე არ გამოჩენა მხოლოდ მის სიმხდალეზე მეტყველებს და ასევე იმაზეც, რომ არაფერს ნანობს.

ნახეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ