fbpx
პოლიტიკა

“გამოვდივარ ინიციატივით, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მისიას პირადად ვუხელმძღვანელო” – ნიკოს დენდიას

ალყაში მოქცეული მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ინიციატივით თავად საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია გამოდის.

როგორც ირკვევა, დენდია თავად აპირებს მარიუპოლში წასვლას და ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელობას, რომლის ფარგლებშიც ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და ნივთებს ჩაიტანენ.

მედია იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო წითელ ჯვართან თანმშრომლობით აპირებს აღნიშნული მისიის განხორციელებას და ამ მიზნით მოლაპარაკებები გაიმართება როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ მხარესთან.

სამინისტროს მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებსა და საათებში დაუკავშირდებიან კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლებს და იმ შემთხვევაში, თუ საომარ მდგომარეობაში ჩართული მხარეები მიიღებენ ათენის წინადადებას, ნიკოს დენდია მისიას უხელმძღვანელებს, სამგზავრო მარშრუტი კი, მომდევნო დღეებში დაიგეგმება, მას შემდეგ, რაც მინისტრი ნიუ დელიდან დაბრუნდება.

 

onalem

ტესტ