fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ არ მოვითმენთ საბერძნეთში არალეგალურად შემოსვლის არცერთ შემთხვევას” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკიმ სოციალური ქსელის საშუალებით მკაცრი მესიჯი გააგზავნა მიგრანტთა ნაკადებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ საბერძნეთი აღარ მოითმენს და მხარს არ დაუჭერს ქვეყანაში უკანონოდ შესვლის არცერთ შემთხვევას.

მიცოტაკიმ ისაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, რომელთანაც განიხილა ერდოღანის პოლიტიკა და მიგრანტთა სვლა საბერძნეთის მიმართულებით. პრემიერმა მერკელს შეატყობინა იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღებასაც საბერძნეთი აპირებს და უკვე დაიწყო კიდეც.

“საბერძნეთმა მკაცრად შეზღუდა თავისი საზღვრები, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო. ჩვენ სრულიად  შევაკავებთ  ქვეყანაში მომავალ არალეგალ მიგრანტთა ნაკადებს. არავინ გადმოკვეთს საზღვარს ლეგალური საბუთის გარეშე. თურქები შემოვლენ ვიზით, სხვა ქვეყნების მოქალაქეები კი პასპორტებით.”

როგორც ჩანს, მთავრობა ყველანაირ გზას უკეტავს იმიგრანტებს.

 

onalem

ტესტ