fbpx
პოლიტიკა

“მე პრემიერად არ დავბადებულვარ, ცხოვრება ბრძოლაა და უნდა იბრძოლო” – ალექსის ციპრა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანულ Financial Times-თან არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 26 მაისისთვის არ დაგეგმილი. ციპრამ ხაზგასმით თქვა, რომ წაგებას არც კი განიხილავს.

“მე არ ვფიქრობ არჩევნების წაგებაზე. თუ ჯარისკაცი ბრძოლაში მიდის იმისთვის, რომ წააგოს, მაშინ საერთოდ არ უნდა წავიდეს. მე არ დავბადებულვარ პრემიერად , მე არ მოვდივარ პოლიტიკოსთა ოჯახიდან. მე გავხდი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი საბერძნეთის ისტორიაში, 40 წლის ასაკში. 

ცხოვრება ცხოვრებაა. და უნდა იბრძოლო… მაგრამ საბოლოო სიტყვა ჩვენი არ არის, ის ისევ ხალხს ეკუთვნის და ხალხი გადაწყვეტს.”

Times წერს, რომ 2016 წლის შემდეგ წინასწარი გამოკითხვებით ალექსის ციპრას პარტია მუდმივად ლიდერი იყო, რომელსაც მოჰყვება კირიაკოს მიცოტაკის მარტია, “ახალი დემოკრატია.”

ციპრა იმედოვნებს, რომ ხალხი დაინახავს იმას, რაც ბოლო წლების მანძილზე გააკეთა: “ყოველი დღე, რომელიც გადის, ვფიქრობ, რომ ხალხს ესმის, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება და სიტუაცია ბოლო დროის მანძილზე.”

 

onalem

ტესტ