fbpx
პოლიტიკა

“მე მიცოტაკის გვერდით ერთ ოთახში ყოფნა არ მსურს” – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოსკოვიდან დაბრუნებისას ხაზგასმით განაცხადა, რომ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას არ აპირებს.

Hurriyet-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა თქვა, რომ არ აქვს სურვილი, საბერძნეთის პრემიერთან ერთად ერთ ოთახში აღმოჩნდეს.

“ჩვენი საზღვრები არ ჩაიკეტება. ბულგარეთის პრემიერმა მთხოვა, რომ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად შეხვედრა გაგვემართა და ეს მთხოვა იმ დღეს, როცა ორი გარდაცვლილი იმიგრანტის შესახებ გახდა ცნობილი. მე არ მინდა ვიყო ერთ ოთახში მიცოტაკისთან, არ მინდა ვიყო ერთ ფოტოზე მიცოტაკისთან ერთად. ის ბევრს ეცადა დავერწმუნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა,” აცხადებს ერდოღანი.

“იმიგრანტები საკუთარი სურვილით და ძალებით მიდიან საბერძნეთისკენ. ჩვენ მათ არ ვყრით. ისინი მივლენ იქამდე, სადამდეც შეძლებენ. ბერძენმა პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ადამიანის სიცოცხლე ასეთი იაფი არ არის.”

onalem

ტესტ