fbpx
პოლიტიკა

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვისაც “ასილო” არ ეკუთვნის, უკან დაბრუნდეს, ხოლო უკვე ქვეყანაში მცხოვრებ იმიგრანტებს უკეთეს პირობებს შევუქმნით”

კირიაკოს მიცოტაკის ჰოლანდიელ პრემიერთან შეხვედრის ახალ დეტალებს ბერძნული მედია აშუქებს. როგორც ცნობილი ხდება, მიცოტაკიმ ბევრი ისაუბრა მიგრაციის პოლიტიკასა და საბერძნეთის ეკონომიკის მომავალზე

“ჩვენ გვინდა, რომ ევროპამ დაიცვას საბერძნეთის საზღვრები. 10 წლიანი კრიზისის შემდეგ გვინდა, რომ ჩვენი ჰორიზონტი გაფართოვდეს და კარი გავუღოთ უცხოელ ინვესტორებს… არ გვავიწყდება, რომ ევროპა ჩვენს გვერდით იდგა, ” განაცხადა პრემიერმა ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას ითხოვს მიგრაციის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

” ჩვენი თავშესაფრის პოლიტიკა ევროპამ უნდა გაიზიაროს. განსაკუთრებით შენგენის ზონის ქვეყნებმა. საბერძნეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თურქეთიდან უკანონოდ მომავალი თავშესაფრის მაძიებლები უკან, თურქეთში დაბრუნდნენ, ხოლო მათ, ვინც უკვე ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, გაცილებით უკეთეს პირობებს შევუქმნით. 

https://www.facebook.com/kyriakosmitsotakis/videos/509132009835326/

onalem

ტესტ