fbpx
საბერძნეთი

ინოვაციური პროექტები – 2022 წლისთვის საბერძნეთში წყლის 20 აეროპორტი იქნება

რამდენიმე ბერძნული კომპანიის შეთანხმების შედეგად სულ მალე დაიწყება გარკვეული სამუშაოები და განხორციელდება ახალი პროექტები, რომლებიც გულისხმობს საბერძნეთის კუნძულებზე წყლის აეროპორტების გაშენებას. როგორც მედია იუწყება, 2022 წლისთვის ასეთი “აეროპორტი” უკვე 20 კუნძულს მოემსახურება.

წყლის აეროპორტი გულისხმობს ზღვაზე გარკვეული ზონის გამოყოფას, თვითმფრინავების დასაშვებად. ეს იქნება, ასე ვთქვათ, გზა წყალზე.

პირველ ეტაპზე განიხილება კუნძულები: კალიმნოსი, ლეროსი, სიროსი, პაროსი, ნაქსოსი, მილოსი და ამორგოსი. შემდეგ – იოსი, ტინოსი, სიფნოსი, პატმოსი და კოსი.

აღნიშნულ პროექტებში საერთო ჯამში 480.000 ევრო დაიხარჯება.

onalem

ტესტ