fbpx
საბერძნეთი

ვითარება კიდევ უფრო მძიმდება – ინფიცირებული ტურისტები დახმარების გარეშე ავტოსადგომზე იყვნენ იზოლირებულნი

მიკონოს შემდეგ კრიტიკული ვიტარება კუნძულ პაროზეც ფიქსირდება. როგორც ირკვევა, ინფიცირებულ ტურისტებს ვერც იქ იტევენ საკარანტინო სასტუმროები და ცხადია, ვერც ჯანმრთელობის ცენტრი.

ცნობილი გახდა, რომ 6 ტურისტი, რომელთა ასაკიც 18 წელია, 6 საათის მანძილზე ჯანმრთელობის ცენტრის გარე ავტოსადგომზე იყვნენ იზოლირებულები, ყოველგვარი დახმარების გარეშე. ამას აღვნიშნავთ იმიტომ, რომ ყველა მათგანს აქვს გამოვლენილი სიმპტომები, აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და თავს საკმაოდ ცუდად გრძნობენ.

ΕΡΤ-ის ინიციატივით, ინფორმაცია მიაწოდეს სამოქალაქო დაცვის სამინისტროს, რომ 18 წლის ტურისტები ათენში ვერტმფრენით გადმოიყვანონ.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ახალგაზრდებმა მაღალი ტემპერატურით გაიღვიძეს დილიდანვე და ჯანმრთელობის ცენტრს მიაკითხეს, რადგან იცოდნენ, რომ კარანტინში უნდა გადაეყვანათ.

 

onalem

ტესტ