fbpx
ჯანმრთელობა

“Pfizer-ის ვაქცინა დელტა მუტაციისგან იმაზე ნაკლებად გვიცავს, ვიდრე მოველოდით” – ისრაელის პრემიერი

ისრაელი მთელი მსოფლიოსთვის მაგალითად იქცა მაშინ, როცა ზომები ერთ-ერთმა პირველმა მოხსნა, რადგან მოსახლეობამ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ძალიან წრაფად აიცრა.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ახლა აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დელტა მუტაციის მიმართ საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა.

მისი თქმით, აღნიშნულ ვაქცინას გაცილებით ნაკლები დამცველობა აქვს კოვიდ-19-ის ამ მუტაციის მიმართ, ვიდრე ამას მეცნიერება მოელოდა. სწორედ დელტა შტამის დამსახურებაა, რომ პანდემია კვლავ გააქტიურდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, Pfizer-ის ორივე დოზის გაკეთების შემდეგ, უსაფრთხოების მაჩვენებელი მხოლოდ 64%-ია დელტა მუტაციის შემთხვევაში, ხოლო ჩვეულებრივი შტამის შემთხვევაში 95%.

“დელტა მუტაცია აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია: ბრიტანეთი, აშშ, ისრაელი. ბრიტანეთში იზრდება ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა. ჩვენთვის ეს მდგომარეობა ცნობილია და ვეკიდებით დიდი პასუხისმგებლობით. 

ერთის მხრივ ვაქცინები ეფექტურია, ამიტომ ვხედავთ, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის აქტიური გაგრძელება, თუმცა, ვინც თვლის, რომ მხოლოდ ვაქცინები მოაგვარებენ პრობლემას, ცდება,” აცხადებს ნაფტალი ბენეტი.

onalem

ტესტ