fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

6 გარდაცვლილი ერთ დღეში: “საბერძნეთი იმყოფება კორონავირუსის მეორე ტალღის დასაწყისში”

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 27 აგვისტოს, საბერძნეთში კვლავ საგანგაშო რიცხვები ფიქსირდება. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა და რაც ყველაზე სამწუხაროა, მხოლოდ ერთ დღეში გარდაიცვალა 6 ადამიანი.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილთა შორის არის 45 წლის პაციენტი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო და არ აწუხებდა არანაირი თანმდევი დაავადება. მამაკაცი სუნთქვის უკმარისობით დაიღუპა, რაც კორონავირუსმა გამოიწვია.

ატიკის რეგიონი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად, რადგან სტაბილურად ყოველდღიურად ფიქსირდება 100-ზე მეტი შემთხვევა, დღეს გამოვლინდა 107.

თესალონიკში გვაქვს ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა.

როგორც პროფესორი ექსადაკტილოსი აცხადებს, ჩვენ ახლა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის დასაწყისში ვიმყოფებით, თუმცა, არავინ იცის, თუ როგორი სიმძიმით განვითარდება მოვლენები და რამდენად კარგად შეძლებს საზოგადოება სიტუაციის მართვას, რადგან მდგომარეობა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, 35 პაციენტი რჩება და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ეტაპისთვის ინფიცირებული ადამიანების საშუალო ასაკი საგრძნობლად არის შემცირებული და ძირითადად ახალგაზრდებში ვრცელდება, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება.

onalem

ტესტ