fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გზის მშენებლობისთვის, სადაც კრეტელი ოჯახი დაიღუპა, 260.000 ევრო გამოიყო

ტრაგედიის შემდეგ, რომელიც კუნძულ კრეტაზე დატრიალდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღო. გზის სრული რესტავრაციისთვის, საიდანაც მდინარემ მანქანა წაიღო, 260.000 ევრო გამოიყო. შეგახსენებთ, რომ ინციდენტს ოთხი ადამიანი შეეწირა, ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული გზის მშენებლობის თაობაზე საუბარი ადრეც იყო, რადგან მუნიციპალიტეტმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა, რამდენიმე უწყება ამ საქმეს ერთმანეთს აბარებდა და საბოლოო ჯამში, ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

ირაკლიოს მერის განცხადებით, სრულ პასუხისმგებლობას იღებს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებაზე და იზიარებს ოჯახის მწუხარებას.

onalem

ტესტ