fbpx
საზოგადოება

“ნიღაბს, რომლის ტარებაზეც შენ უარს ამბობ, ჩვენ ვნატრობთ, რომ ყოველდღე გვქონდეს” – ბერძენი ექიმი საზოგადოებას მიმართავს

საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოვლენილი უპასუხისმგებლობა მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს განსაკუთრებით აღელვებთ. ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან ექიმები, რომლებიც მუშაობენ კორონავირუსით ინფიცირებულებთან და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ზრუნავენ მათთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

კრეტაზე, ΠΑΓΝΗ-ს საავადმყოფოში მომუშავე რადიოლოგი, ევთიმის ფასულაკისი საკუთარ გვერდზე ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ გამოიყურება სამუშაო დღის ბოლოს და საზოგადოებას მიმართავს, რომ ნიღბის ტარებაზე წუწუნი, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.

ახლა პირბადის ტარება ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად და ფასულაკისი წერს: “ნიღაბს, რომლის ტარებაზეც შენ უარს ამბობ, ჩვენ ვნატრობთ, რომ ყოველდღე გვქონდეს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიმუშაოთ.”

იმის ფონზე, თუ რა მდგომარეობაში აქვთ ექიმებს სახე, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ არ არის რთული მინიმალური ზომის დაცვა, რომელსაც ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

onalem

ტესტ