fbpx
საზოგადოება

“არ არსებობს გზა, რომ გადავრჩე” – ჟურნალისტმა, არიადნი გერასიმიდუმ გაამხილა, რომ სიმსივნე აქვს

ჟურნალისტმა, არიადნი გერასიმიდუმ საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული ვიდეო ჩაწერა. მან გაამხილა, რომ სიმსივნე აქვს და თქვა უმძიმესი სიტყვები, რომ არ არსებობს მისი გადარჩენის შანსი.

“გასულ კვირას საავადმყოფოში ვიყავი და GNTM-ს ვუყურებდი, ზენევიევი გოგონას, რომელმაც თმა დაკარგა, ეუბნებოდა, რომ გულწრფელობა არის ძალა. ტირილი დავიწყე და გადავწყვიტე, რომ ვიდეო ჩამეწერა.

სიმსივნე მაქვს ბოლო 4 წელზე მეტია, გარეგნულად ეს ძალიან არ მეტყობა. 4 წლის მანძილზე ჩემი ორგანიზმი ძალიან კარგად უმკლავდებოდა ამას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ქიმიოთერაპიების კურსის შემდეგ მითხრეს, რომ სხვა თერაპია აღარ არსებობს, ანუ არ არსებობს გზა, რომ გადავრჩე. ვფიქრობ, რომ ყველა გვერდითი მოვლენა გავლილი მაქვს, რაც კი ქიმიოთერაპიას ახლავს.

სიმსივნე მსხვილ ნაწლავზე მქონდა. ექიმმა არასწორი დიაგნოზი დამისვა და 7 თვის მანძილზე მეტასტასები გავრცელდა. ის, რაც მინდა გითხრათ არის, რომ ყოველთვის მოისმინეთ მეორე და მესამე აზრი,” ამბობს ის.

onalem

ტესტ