fbpx
საზოგადოება

მსახიობი დინა კონსტა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი, დინა კონსტა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სპიროს ბიბილა სოციალურ ქსელში წერს.

კონსტა ცნობილი 90-იან წლებში გახდა, როდესაც დენის მარკორას როლი შეასრულა და ეს როლი დღესაც განსაკუთრებულად პოპულარულად ითვლება პოპ კულტურაში. კონსტას დებიუტი სცენაზე რეალურად 1965 წელს შედგა, 80-90-იან წლებში კი, უკვე სატელევიზიო შოუებში მონაწილეობდა.

ცნობილი მსახიობი არასოდეს დაქორწინებულა, რადგან არ მოსწონდა ქორწინებაში ყოფნასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კონსტა რამდენიმე ხნის წინ მოათავსეს მოხუცთა მოსავლელ ცენტრში, სადაც დემენციას მკურნალობდნენ და მას თავისი დისშვილი უვლიდა.

onalem

ტესტ