fbpx
საბერძნეთი

ემიგრანტმა მამაკაცმა 64 წლის ბერძენი მოკლა, რადგან ქირას არ უხდიდა და მისი სახლიდან გაგდება სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აგია ვარვარას ტერიტორიაზე მოხდა. ემიგრანტმა მამაკაცმა, წარმოშობით ეგვიპტიდან, 64 წლის ბერძენი მოკლა, რადგან მისი სახლიდან გაგდება სცადა.

როგორც ირკვევა, ეგვიპტელი 64 წლის მამაკაცის ბინას ქირაობდა, გარდა ამისა, მეუღლედ მისი ბიძაშვილი ჰყავდა, რომელიც 2 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა. 64 წლის მამაკაცი მის საცხოვრებელში მივიდა, გარკვეული საბუთების თანხლებით (სავარაუდოდ პროკურორისგან გაცემული დოკუმენტებით, რომელთა მიხედვითაც, ეგვიპტელს ბინა უნდა დაეტოვებინა), მათ შორის შეკამათება მოხდა და შედეგად ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დაზიანება, რომელიც მოხუცმა მიიღო, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და გარდაიცვალა.

არსებული ცნობებით, 38 წლის ეგვიპტელმა პოლიციაში თავად დარეკა და განაცხადა, რომ სახლში ნათესავი შეეჭრა, გაძარცვის მიზნით, მან კი თავის დაცვა სცადა და აქედან გამომდინარე გამოიყენა ბლაგვი საგანი. თავიდან პოლიციამ მისი ვერსია დამაჯერებლად მიიჩნია, მაგრამ ნელ-ნელა გაირკვა, რომ საქმე სულ სხვაგვარად იყო.

ეგვიპტელს 64 წლის ბერძენის რამდენიმე თვის ქირა მართებდა და შესაბამისად, მას აღარ სურდა, თავის სახლში გაეჩერებინა.

onalem

ტესტ