fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: დაკავებული მამაკაცი ხელბორკილებით ზღვაში გადახტა

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, თესალონიკში მოხდა. როგორც ირკვევა, სანაპიროზე იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო და იქ მსხდომ ადამიანებს აწუხებდა, ყვიროდა და დისკომფორტს უქმნიდა. პოლიცია სწორედ გამვლელებმა გამოიძახეს.

როდესაც ოფიცრები ადგილზე მივიდნენ, მამაკაცი უკონტროლო მდგომარეობაში იყო, ხელბორკილები დაადეს და როდესაც მისი მანქანაში ჩასმა სცადეს, ხელიდან დაუსხლტათ და პირდაპირ წყალში გადახტა, ხელბორკილებით.

ის უარს ამბობდა წყლიდან ამოსვლაზე და ყვიროდა, რომ სიკვდილი უნდოდა. საბოლოოდ, პოლიციამ ის წყლიდან ამოიყვანა, ადგილზე მობილიზდა სამედიცინო ბრიგადაც.

onalem

ტესტ