fbpx
საზოგადოება

მგზავრი, რომელმაც პილოტი აიძულა თვითმფრინავი დაესვა – იძულებითი დაშვება საბერძნეთში

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში, კერძოდ, კორფუს აეროპორტში, თვითმფრინავმა არაგეგმიური დაშვება განახორციელა. როგორც ცნობილი გახდა, პილოტმა აეროპორტისგან დაშვების უფლება მგზავრის გამო მოითხოვა.

ირკვევა, რომ ხომალდი თურქეთიდან მანჩესტერის მიმართულებით მიფრინავდა და ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამის ფონზე მამაკაცი უკონტროლოდ ყვიროდა, ქაოსი შექმნა და თვითმფრინავის კარებებს ფეხებს ურტყამდა.

ფრენის გაგრძელება მსგავს პირობებში შეუძლებელი იყო, აქედან გამომდინარე ეკიპაჟი იძულებული გახდა, რომ თვითმფრინავი კორფუს აეროპორტში დაესვა, სადაც ადგილზე მოსულმა პოლიციამ მგზავრი დააკავა, ხოლო შემდეგ ხომალდი კვლავ მანჩესტერის მიმართულებით გაფრინდა.

 

onalem

ტესტ