fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ დააკავა ბერძენი 70 წლის ბებო, რომელიც დაბალი ხარისხის ზეთს უკიდურესად ძვირად ყიდდა

როგორც მედია იუწყება, ჩრდილოეთ საბერძნეთში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა დაკავებები ზეთით ვაჭრობის გამო. ცხადია, უბრალოდ იმიტომ არა, რომ ვიღაც ზეთს ყიდის, არამედ იმიტომ, რომ დაბალი ხარისხის ზეთს ყიდიან იმ ფასად, რაც რეალურად მაღალი ხარისხის ზეთს შეესაბამება და ამ გზით მომხმარებლებს ატყუებენ.

მორიგი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ედესაში, სადაც ბერძენი 70 წლის ქალბატონი ქუჩის ბაზარში ყიდდა ზეთს მაქსიმალურ ფასად, მაგრამ თავად ამ ზეთის ხარისხი იყო უკიდურესად დაბალი. ჩხრეკის შედეგად მას სახლშიც აღმოუჩინეს კონტეინერები, რომლებიც ზეთით იყო სავსე. მას ზეთი სხვა ჭურჭელში გადაჰქონდა, “ფუთავდა”, როგორც უმაღლესი ხარისხისას და მომხმარებლებს ატყუებდა.

მოხუცი ქალი რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ იგივე ბრალდებით დააკავეს თესალონიკში ცოლ-ქმარი, რომელიც მომხმარებლებზე უხარისხო ზეთს ყიდდა და საკუთარი მოგების მიზნით, უკიდურესად მაღალ ფასს ადებდა.

onalem

ტესტ