fbpx
საბერძნეთი

1.000 სახლი საცხოვრებლად უვარგისია – კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა განმეორდა

სეისმოლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით, კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა კვლავ განმეორდა. მეორე ბიძგის ძალა 4,8 ბალი იყო, თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და კიდევ მოჰყვა 5 შედარებით ნაკლები ძალის ბიძგები.

როგორც უკვე ცნობილია, დაკეტილია სკოლები და გაცემულია ბრძანება, რომ საცხოვრებლად უვარგის შენობებში არ შეუშვან მოსახლეობა, ასეთი კი, 1.000-მდეა.

მედია იუწყება, რომ სოფელი არკალოხორი, ფაქტობრივად, სრულიად განადგურებულია და სახლების 80%-ში აღინიშნება სერიოზული ზარალი. უკვე მზადდება ადგილი, სადაც ჭერის გარეშე დარჩენილი მოსახლეები განთავსდებიან.

onalem

ტესტ