fbpx
საზოგადოება

“ნუ შეხვალთ თქვენს სახლებში” – ასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ საბერძნეთში

საბერძნეთში, კერძოდ, კრეტაზე, ირაკლიოს ტერიტორიაზე მომხდარმა მიწისძვრამ ასობით ადამიანი დატოვა ღია ცის ქვეშ. ირკვევა, რომ მოსახლეობას 112-დან დაეგზავნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ისინი სახლებში არ უნდა შევიდნენ.

საუბარია შენობებზე, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ და საცხოვრებლად უვარგისია, შიგნით შესვლა დიდ რისკის შეიცავს, რადგან ბიძგები მეორდება და სიძველიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მარტივად დაინგრეს.

წითელი ჯვრის ორგანიზებით მზადდება კარვები, სადაც მოსახლეობა ღამეს გაათევს, ჭერის გარეშე დარჩნენ ოჯახები, პატარა ბავშვებით.

როგორც უკვე ცნობილია მიწისძვრამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 11.

65 წლის იაკოვოს ცაგარაკი ეკლესიის დანგრევის შედეგად დაიღუპა, სადაც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, დაშავებულია მისი ვაჟიც, რომელიც ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.

onalem

ტესტ