fbpx
საზოგადოება

ბაბის ანაგნოსტოპულოს ოჯახის ახალი გადაწყვეტილება – რა სურთ პილოტის მშობლებს?!

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაბის ანაგნოსტოპულოს ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კაროლაინის ოჯახს არ შეებრძოლოს ბავშვზე მეურვეობის მოპოვებაში.

ოფიციალური ცნობებით, მათ უკან გამოიტანეს განაცხადი, რომელიც წესით 7 ოქტომბერს უნდა განხილულიყო, როდესაც სასამართლო პროცესია დაგეგმილი. ანაგნოსტოპულოს ოჯახი აღარ ითხოვს, რომ ბავშვზე მეურვეობა მიენიჭოს, არც სრულად და არც ნაწილობრივ.

პილოტის მშობლებს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, უფლება აქვთ ბავშვი თვეში 5-ჯერ მოინახულონ, ალონისოზე, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ კაროლაინის დედამ მათ უთხრა, რომ იმდენჯერ ნახავენ ბავშვს, რამდენჯერაც ამის სურვილი ექნებათ.

მათი მიზანია, რომ ლიდია რაც შეიძლება ნორმალურ გარემოში გაიზარდოს და არ იგრძნოს დაძაბულობა და სიძულვილი ორ მხარეს შორის. ამიტომ პირად განცდებს უკანა პლანზე სწევენ და მთლიანად პატარა გოგონაზე არიან ორიენტირებულები.

onalem

ტესტ