fbpx
საზოგადოება

“დაშორება არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ გიორგომ გამოაცხადა, რომ დავშორდით” – მარინა პატული გაოგნებულია

გიორგოს პატულიმ პირველად ისაუბრა საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტ გიორგოს ბეზასთან და განაცხადა, რომ მისი ქორწინება დასრულდა. ეს ყველაფერი გამაოგნებელი აღმოჩნდა მარინა პატულისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი თვეა, რაც მათ კონტაქტი თითქმის არ აქვთ.

“მე მთლიანად ბავშვზე ვიყავი ორიენტირებული. ყველა ქორწინებაში არის თავისებურებები, იდეალური ქორწინება არ არსებობს. მე გიორგოში ცხოვრებისეული ინვესტიცია ჩავდე და როდესაც შენი ცხოვრება 50 წლის შემდეგ თავდაყირა დგება, ეს ძალიან მტკივნეულია.

დღემდე არ ვიცი, სად ცხოვრობს. როდესაც სასამართლოდან გაფრთხილება მომივიდა, იქ მითითებული ჰქონდა ნეა სმირნი. ამ დრომდე არ ვიცი სად იმყოფება. ეს მაოგნებს.

ივლისში ჩვენი განქორწინების პროცესის შეჩერება გადავწყვიტეთ, რომ გვეპოვა გამოსავალი, როგორ ვიქნებოდით ბავშვთანაც ყველაზე უფრო სწორები და მართლები. გაკვირვებული ვარ, რომ ვინაიდან ჯერ არ მიგვიღია არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება, გამოდის და აცხადებს, რომ დავშორდით. 

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა კარგად იყოს და მიაღწიოს თავის მიზნებს, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს ადამიანები, რომლებიც რომლებსაც გვიყვარდა და გვერდში ვედექით, რადგან ხანდახან ცხოვრებაში ყველაფერი ბრუნდება,” ამბობს მარინა.

onalem

ტესტ