fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი პიტერ ანასტასოპულოს ემშვიდობება – უამრავი ხალხი ამ წუთებში დაკრძალვაზე

Mad Clip-ის გარდაცვალებამ მთელ საბერძნეთს დასწყვიტა გული. მუსიკის კონკრეტულ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერალს დღეს კრძალავენ.

პიტერ ანასტასოპულოს საზოგადოება ემშვიდობება, ტაძართან თავი მოიყარა უამრავმა ადამიანმა.

მისი ოჯახის წევრებისა და თაყვანისმცემლებისთვის რთული დასაჯერებელია, რომ 34 წლის მომღერალი ასე ადრეულ ასაკში, უსამართლოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.

ანასტასოპულო 2 სექტემბერს ავტოავარიაში გარდაიცვალა, როდესაც ქორწილიდან ბრუნდებოდა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სამწუხაროდ, მან საჭეზე კონტროლი დაკარგა და ჯერ ბოძს, ხოლო შემდეგ ხეს შეეჯახა.

onalem

ტესტ