fbpx
საზოგადოება

“მომდევნო საათებში ატიკას ფენომენი, “ანტინოოს”, დაატყდება თავს” – ტასოს არნიაკოსი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური და სინოპტიკოსი ტასოს არნიაკოსი საზოგადოებას ახალი ფენომენის შესახებ ამცნობენ, რომელიც ატიკის რეგიონს, სავარაუდოდ, მომდევნო საათებში დაატყდება თავს.

ცუდი ამინდის ახალი ტალღა, სახელწოდებით “ანტინოოს”, ხვალ შუადღიდან უფრო გაძლიერდება და მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.

ხვალიდან, 16 ივლისიდან იწვიმებს ეპირუსში, თესალიაში, დასავლეთ მაკედონიაში, დასავლეთ სტერეაში, პელოპონისოსა და ცენტრალურ მაკედონიაში. ნალექი, წვიმის სახით, შენარჩუნდება ოთხშაბათს ღამითაც.

ოთხშაბათს დილიდან ფენომენი ნელ-ნელა შესუსტდება.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, წვიმა მოსალოდნელია სამშაბათს ღამიდან ოთხშაბათს დილამდე.

სამოქალაქო დაცვის სამსახური, სახანძრო დეპარტამენტთან ერთად, ავრცელებს გარკვეულ რჩევებს, რომლებიც საბერძნეთის აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

  1. დარწმუნდით, რომ სახლის გარეთ და შიგნით მილები, სადაც წყალმა უნდა გაიაროს, არ არის ჩაკეტილი.
  2. ნივთები, რომლებიც შესაძლოა ძლიერმა ქარმა წაიღოს და დააზიანოს, აუცილებლად შეიტანეთ შიგნით, თუკი ეს შესაძლებელია.
  3. მიჰყევით მითითებებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ საგზაო პოლიცია, თუკი მანქანით გადაადგილდებით და არ წახვიდეთ მათ საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით მაკედონიის ტერიტორიაზე.
  4. მოერიდეთ ნავსადგურებთან და სანაპიროებთან გადაადგილებას. ზოგადად, თავი შეიკავეთ უამინდობისას გარეთ გასვლისგან, თუკი ეს გადაუდებელი არ არის.შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი ეგეოსის ჩრდილოეთით, ეპირუსში, თესალიაში, ევიაში, სპორადესსა და მაკედონიის ტერიტორიაზე.

onalem

ტესტ