fbpx
საზოგადოება

ათენი: როგორ გადაჰყავს ბერძენ პოლიციელს ქალი გზაზე ხელჩაკიდებული, მანქანები კი, არ აჩერებენ (ვიდეო)

ათენში ქვეითად მოსიარულეები ყოველდღიურად სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, ვინაიდან საგზაო მოძრაობა აბსოლუტურად დაურეგულირებელია, მძღოლები არ სცემენ პატივს მათ უფლებებს და არ უთმობენ გზას მაშინაც კი, როდესაც ამის ვალდებულება კანონით აქვთ. ამ ვითარების ფონზე, სამწუხაროდ, უკვე გვიკვირს როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პატივისცემას იჩენენ მათ მიმართ.

სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ეხმარება გზაზე გადასვლაში პოლიციელი მოხუცს, რომელიც რეალურად ქვეითების გადასასვლელზე გადადის, მაგრამ არცერთმა მანქანამ არ გააჩერა, რომ გზა დაეთმო. ოფიცერს ხელჩაკიდებული გადაჰყავს ბებო, ხოლო მანქანებს უთითებს, რომ გვერდით გაიარონ, რეალურად კი, ისინი ვალდებულნი არიან გააჩერონ.

თავად პოლიციის ოფიცრის ქმედებამ საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო:

 

@panos_dim21 Ότι πιο moving εχω ζήσει τον τελευταιο μήνα! #fyp #fypシ゚viral #fypシ #fy #ellas #hellenicpolice ♬ πρωτότυπος ήχος – Panos Dimakis

onalem

ტესტ