fbpx
კრიმინალისაზოგადოება

2 აგვისტოს გაუჩინარებული 26 წლის ბიჭი იპოვეს და ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანეს

26 წლის პირეოსელი ახალგაზრდა, რომელიც გაუჩინარებული იყო, იპოვეს და ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა შემოწმდეს, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა.

როგორც ლამიას საინფორმაციო წყარო იტყობინება, მის ამბავს ბედნიერი დასასრული აქვს. 26 წლის ბიჭმა სახლი 2017 წლის 2 აგვისტოს, ოთხშაბათს დატოვა, მისი მანქანა კი მოლოსთან ახლოს, ათენი-ლამიას გზატკეცილის 191-ე კილომეტრზე მიტოვებული იპოვეს. მას შემდეგ ბიჭი არ ჩანდა.

ის საგზაო პოლიციის ეკიპაჟმა, შაბათს, 5 აგვისტოს, 17:15 საათზე , გზატკეცილის 194-ე კილომეტრზე იპოვა.


ბიჭი ძალიან გამოფიტული და ძალაგამოცლილი იყო, თუმცა, გარეგანი ტრამვები არ აღენიშნებოდა. ის პოლიციის ოფიცრებთან დარჩა მანამდე, სანამ EKAB-ის სამაშველო ჯგუფი არ მივიდა, რათა ის ლამიას საავადმყოფოში შემოწმებისთვის გადაეყვანათ.

პოლიცია ბიჭის გაუჩინარების მიზეზსა და გარემოებებს იძიებს.

onalem

ტესტ