fbpx
პოზიტივიჯანმრთელობა

ბერძენმა მეცნიერმა გამოაჯანმრთელა ქალი, რომელსაც მკერდის სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონდა და 3 თვეში სიკვდილს ელოდებოდა

მედიცინა და მეცნიერება სასწაულებს ახდენენ და ამაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფასდაუდებელი ცოდნა, ცოდნას კი, იყენებენ ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად, მაშინაც კი, როდესაც სხვები თვლიან, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. ქალბატონი, რომელსაც 3 თვის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, დღეს სრულიად ჯანმრთელია, სიმსივნემ მისი ორგანიზმი სრულიად დატოვა და მისი კვალიც აღარ დარჩა. ეს ყველაფერი კი, ბერძენი მეცნიერის, ნიკოლაოს ზახარაკის დამსახურებაა.

ნიკოლაოს ზახარაკი ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი და მეცნიერია, რომელმაც თავისი გუნდისა და ხელმძღვანელის დახმარებით, აღმოაჩინა, რომ იმუნურ სისტემას აქვს უნარი იბრძოლოს მკერდის კიბოს წინააღმდეგ ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ეს სიმსივნე ბოლო სტადიაზეა და უამრავი მეტასტაზი არსებობს. აღმოჩენაზე დამყარებული მკურნალობის ახალი მეთოდის საშუალებით მკერდის კიბოსგან სრულებით განკურნეს ქალი, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ 3 თვე იცოცხლებდა. მართალია ეს იყო ექსპერიმენტალური მკურნალობა, მაგრამ გაამართლა და დღეს, 2 წლის შემდეგ, პაციენტი სრულებით თავისუფალია სიმსივნისგან.

როგორც ნიკოლაოს ზახარაკი მედიასთან ამბობს: “ჩვენ ვიცნობთ მტერს და ვცდილობთ, მოვძებნოთ საუკეთესო საშუალება მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მკურნალობა ჯერჯერობით ექსპერიმენტულ დონეზე მიმდინარეობს და სრულებით მხოლოდ 1 პაციენტზე გამოვცადეთ, მაგრამ შესაძლოა უახლოეს მომავალში რევოლუცია მოახდინოს, ყველა ტიპის სიმსივნის მკურნალობის კუთხით.”

onalem

ტესტ