fbpx
კატეგორიის გარეშე

ბაღლინჯოების შემოსევა საბერძნეთშიც?! ათენში ცნობილი სასტუმრო დაიკეტა, რადგან საწოლებში მწერი აღმოაჩინეს

როგორც უკვე ცნობილია, ბაღლინჯოების სერიოზული პრობლემა ფიქსირდება საფრანგეთსა და ინგლისში და როგორც ჩანს, ამ პრობლემამ საბერძნეთამდეც მოაღწია. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ამ მწერებისთვის გადაადგილება უმარტივესი რამაა, ვინაიდან ბუდობენ ყველგან, მათ შორის ჩემოდნებსა და ჩანთებში, შესაბამისად, გადაადგილება ქვეყნიდან ქვეყანაშიც კი, საკმაოდ ადვილად ხდება. საბერძნეთში “განგაშის ზარი გაისმა” მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ათენში მდებარე ცნობილმა სასტუმრომ დაკეტა შენობის დიდი ნაწილი სწორედ ბაღლინჯოების გამო.

ირკვევა, რომ სასტუმროში, რომლის სახელსაც მედია გამიზნულად არ ასაჯაროვებს, მწერები საწოლებში დააფიქსირეს, არსებობს სერიოზული პრობლემა ლეიბებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, შეუძლებელია, რომ ოთახებში სტუმრები მიიღონ.

ექსპერტები ამბობენ, რომ სასტუმრო მდებარეობს სამხრეთ გარეუბანში, ზღვის პირას, ვინაიდან მწერები გამრავლდნენ, ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, იქაურობა დაეკეტა და შესაბამისი ზომები მიეღო, მაგრამ ვერ იქნებიან დარწმუნებულნი, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.

“ჩვენი ბევრი სტუმარი ატარებს ამ მწერს თან, მათ შორის ისინიც, ვინც საფრანგეთიდან მოდიან. სწორედ ამიტომ გამრავლდნენ ბაღლინჯოები ამ სასტუმროში. სერიოზული პრობლემაა ლეიბებან დაკავშირებით, ჯარში ასეთ შემთხვევებში, ლეიბებს წვავენ ხოლმე, მაგრამ სასტუმრო რამდენად წავა ამხელა ზარალზე, ვერ ვიტყვით. ლეიბების გამოცვლა ხომ სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული,” ამბობს გიორგოს ხოძოღლუ.

onalem

ტესტ