fbpx
ჯანმრთელობა

“საბერძნეთში კორონა ვირუსის გავრცელების შანსი დღითიდღე იზრდება” – პროფესორი სოტირის ციოდრასი

პროფესორი სოტირის ციოდრასი ცნობილია თავისი თავშეკავებული და ზუსტი განცხადებებით, რომელსაც თან არ ახლავს გაზვიადება. გამომდინარე აქედან, ის ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ახლა კორონა ვირუსია, გულახდილად მაგრამ პანიკის გარეშე საუბრობს.

კაპოდისტრიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი ხაზგასმით ამბობს, რომ საბერძნეთში მომაკვდინებელი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე სრულიად რეალურია.

ციოდრასი ასევე ამბობს, რომ ყოველდღე აწარმოებს შეხვედრებს ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება ჩინელებს, რომლებიც საბერძნეთში ჩამოფრინდნენ და აღენიშნებოდათ გარკვეული სიმპტომები, პროფესორი განმარტავს, რომ მათ ჩვეულებრივი მსუბუქი ვირუსი აღმოაჩნდათ და არა კორონა ვირუსი.

რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან?

სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
• ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
• თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;
• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;
• სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

onalem

ტესტ