fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთის სამაგალითო წარმატება ზომების მოხსნის შემდეგაც კი – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ზომების მოხსნა უსაფრთხოდ მიმდინარეობს და ხალხის გააქტიურების შედეგად ვირუსის გავრცელების მრუდი ზემოთ არ მიიწევს, არამედ ჩანს, რომ მომაკვდინებელი ვირუსი სულ უფრო და უფრო სუსტდება და სრულიად კონტროლირებადია.

როგორც ცნობილი გახდა, დღეს ინფიცირების მხოლოდ 10 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალება ფიქსირდება.

საბერძნეთში კორონავირუსით სულ 166 ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც სხვა ევროპული ქვეყნები ათასობით ადამიანს გლოვობენ.

ბერძენმა ექიმებმა დაუღალავი შრომის შედეგად 96 პაციენტის გამოჯანმრთელება და რეანიმაციიდან გამოყვანა შეძლეს. ისინი, ფაქტობრივად, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელებიდან.

ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე მხოლოდ 22 პაციენტი რჩება.

 

onalem

ტესტ