fbpx
კრიმინალი

“არ ვიცი ვინ შემასხა მჟავა სახეში” – იოანას პირველი სიტყვები და ვიდეო, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე

წარმოუდგენლად სასტიკი თავდასხმის შემდეგ იოანამ პოლიციისთვის რამდენიმე სიტყვის თქმა მოახერხა. ყველასდა გასაოცრად, მას წარმოდგენა არ აქვს, თუ ვინ იყო ქალი, რომელმაც სამსახურთან სახესა და სხეულზე მჟავა გადაასხა და სრულიად დაასახიჩრა. 34 წლის გოგონამ დაკარგა ერთი თვალი.

“ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. შავებში ჩაცმული ქალი კიბესთან იმალებოდა, ლიფტის გერდით. როდესაც მე შიგნით შევდიოდი, თავს დამესხა და ვარდისფერი სითხე სახეში შემასხა. არ ვიცი, ვინ არის,” ეს არის პირველი სიტყვები, რომლებიც იოანამ ოფიცრებს უთხრა.

ვრცელდება კადრებიც, რომლებიც აღწერს რამდენიმე წუთს თავდასხმამდე და მას შემდეგ. ჩანს, რომ გოგონა მანქანიდან გადმოვიდა და სამსახურისკენ წავიდა, შემდეგ კი რამდენიმე წუთში ხალხი მის დასახმარებლად მირბის.

ცნობილია, რომ ჩვენებები მისცეს იოანას ყოფილმა და ახლანდელმა პარტნიორმა, მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ნათესავებმა. პოლიცია იმედოვნებდა, რომ რომელიმე მათგანს რაიმე ეცოდინებოდა, რაზე დაყრდნობითაც შემდეგ საქმის გამოძიებას შეძლებდნენ, მაგრამ ამ დრომდე ხელჩასაჭიდი არ ჩანს.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის იოანას არ ჰქონდა არანაირი პრობლემები სამსახურში, არც ფინანსებთან დაკავშირებული უთანხმოება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ინციდენტის ახსნა.

იხილეთ ვიდეო:

თავდასხმამდე

თავდასხმის შემდეგ

onalem

ტესტ